გეოგრაფია


გერმანია ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, რომლის გეოპოლიტიკური მდგომარეობა არაერთხელ შეიცვალა გასულ საუკუნეში.
რელიეფში მკვეთრად არჩევენ სამ საფეხურს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თანდათან მაღლდება. უმაღლესი მწვერვალია ცუგშპიცე, ქვეყნის სამხრეთში. ენერგეტიკული რესურსებით ქვეყანა შედარებით ღარიბია, მართალია, იგი მდიდარიაქვანახშირით, მაგრამ ღარიბია ნავთობითა და გაზით. მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსები. კლიმატი ძირითადად ოკეანურია. ძლიერია ატლანტის ოკეანის გავლენა. ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპის არაერთი მნიშვნელოვანი მდინარე გაედინება. მდ. რაინიქვეყნის „მთავარი სამრეწველო ქუჩაა“. ბოდენის ტბას იგი მის ორ სამხრეთელ მოზობელთან იყოფს. ქვეყანაში, განსაკუთრებით მისი სამრეწველო რაიონებში, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემებია.
  • ფართობი — 357 021 კმ². საზღვრები: საზღვაო — 892 კმ; სახმელეთო — 3 767 კმ.
  • ბუნება: გეოგრაფიული რაიონები — ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობი, ცენტრალური გერმანიის ზეგანი მრავალრიცხოვანი მდინარეებით, სამხრეთ გერმანიის ნაყოფიერი დაბლობები, ბავარიის ალპები.
  • ბუნებრივი რესურსები — რკინის მადანი, ქვანახშირი, საშენი ხე-ტყე, ურანი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, მარილი, ნიკელი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

კლიმატი [რედაქტირება]

გერმანიის კლიმატი ზომიერია. ჩრდილოეთით ზღვიური ჰავაა გაბატონებული, დანარჩენ ტერიტორიაზე ზღვიურიდან კონტინენტურზე გარდამავალი. ჩრდილო-აღმოსავლეთით შესამჩნევია ატლანტიკის ოკეანის გავლენა, სამხრეთ-აღმოსავლეთით იზრდება კონტინენტური ჰავა. სიცივე ძირითადად აღინიშნება მაღალ სიმაღლეზე, მთებში, სამხრეთ საზღვარზე(-6 °C) . რაინის ხეობაში მდელოები და ველები ზამთარშიც მწვანეა. იქ თოვლი იშვიათად მოდის და ისიც მალე დნება. ივლისი ყველაზე ცხელი თვეა. ამ თვის საშუალო ტემპერატურა 16 °C-დან 20 °C-მდე მერყეობს.
ვაკე ადგილებში ყოველწლიურად მოდის 500-600 მმ ნალექი, მთებში 900, 1100 მმ.
ყველაზე მშრალი ამინდი იცის მარტში, ყველაზე წვიმიანი — ივლისში. რაც შეეხება მზიანი დღეების რაოდენობას, იგი დეკემბერში დღეში საშუალოდ 1,1 სთ-ია, ივნისში 8,1 სთ.












View Larger Map

No comments:

Post a Comment